воскресенье, 26 марта 2017 г.

   დღე  9.      
გადავხედეთ კიდევ ერთხელ ჩვენს მიერ შედგენილ პროექტს,  .დავხვეწეთ ზოგიერთი ნიუანსი. შემდეგ მოვისმინეთ ერთმანეთის პრეზენტაცია. მივეცით ზოგიერთს რაღაც შესწორებები.
     ეხლა კი მოკლე მონახაზი მთელი  ტრენინგის შესახებ.   ვისწავლეთ პროექტის შედგენა. განვიხილეთ ბევრი საკითხი რაც ამ პროექტის შედგენისთვის იყო საჭირო, გამოვიყენეთ ბევრი  რესურსები,  ჩეკლისტები, ზოგადი, მთავარი და შინაარსობრივი შეკითხვების შედგენა.  ძირითადად განვიხილეთ 21-ე საუკუნის უნარები: ინფორმაციის წვდომა მისი გამოყენების ეთიკური და სამართლებრივი საკითხების ცოდნა. დროის და სამუშაო დატვირთვის ეფექტური განკარგვა.  ფართო საზოგადოების ინტერესების გათვალისწინება.
       ზოგადად ტრენინგი ძალიან საინტერესო და ბევრის მომცემი იყო.

суббота, 25 марта 2017 г.

დღე 8

      
         დღეს ჩვენ განვიხილეთ ფასილიტაცია  და ფასილიტაციასთან დაკავშირებული ყველა საკითხი. კერძოდ ფასილიტაციის მნიშვნელობა და მისი გამოყენების გზები.ჩემი აზრით ეს ძალიან გამომადგება  პროექტით სწავლების დროს. გავიაზრე თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს სწორად დასმულ შეკითხვას, სწორად მიცემულ მიმართულებას. 
ჩეკლისტის დახმარებით შევაფასე  კოლეგის ნამუშევარი. დღემ ძალიან აზრიანად და შინაარსიანად ჩაიარა.

вторник, 14 марта 2017 г.

დღე 7

დღეს გავეცანით დაგეგმვას მოსწავლეთა უკეთესი სწავლებისათვის. ამისათვის საჭირო იყო მოსწავლეთა შესაძლებლობების, უნარების და ინტერესების გათვალისწინება. გავაანალიზეთ რა რესურსები და საჭიროებები უნდა გამოგვეყენებინა მოსწავლეთა ცოდნის დონის ამაღლებისა და გაუმჯობესებისთის.

суббота, 4 марта 2017 г.

 დღე   5. 

დღეს ძალიან შრომატევადი საქმე გვქონდა. აღმოჩნდა  პროექტი  პრაქტიკულად უნდა განმეხორციელებინა როგორც მოსწავლეს  ესეიგი ეხლა მე უნდა მომერგო მოსწავლის როლი.  უნდა გამეკეთებინა ანალიზი და პრობლემის გადაჭრის გზები.    მთავარ კითხვაზე დაყრდნობით უნდა შემექმნა სლოგანი, ასევე  უნდა დამეკავშირებინა პრობლემა თანამედროვეობასთან.



 დღე 4      

დღეს შევისწავლეთმიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები; ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი.  გავეცანით შეფასების გეგმას(შეფასების სტრატეგიებს). ასევე განვიხილეთ პროექტის მსვლელობის ეტაპები: პროექტის დასაწყისში, პროექტის მსვლელობისას და პროექტის დასასრულში შეფასების მეთოდები და შეფასების  საშუალებები. დღე ძალიან  ნაყოგიერი და ღრმა შინაარსიანი იყო.

пятница, 3 марта 2017 г.

დღე-3




დღე 3

     დღეს გავეცანი 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს, სასწავლო პროექტის სწორად დაგეგმვას, 
ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირში სტანდარტების გათვალისწინებით დავგეგმეთ პროექტი.   გავეცანით  სასწავლო პროექტის ზოგად და საკვანძო საკითხებს.
    დღე ძალიან შინაარსიანი, მიზნობრივი და შრომატევადი იყო.
   დღე 2.      ტრენინგის მეორე დღე საკმაოდ საინტერესო და მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, რადგანაც უფრო  გასაგები და მნიშვნელოვანი  დარჩა ჩემთვის ტრქნიკური  უნარ-ჩვევების გამოყენება. გავიგე როგორ  შეიძლება მოცწავლეებისთვის უფრო საინტერესო და მისაწვდომი გაკვეთილის ჩატარება.ერთხელ კიდევ დავრწმუნდი ბლუმის ტაქსონომიის აუცილებლობაში. ასევე ვისწავლე ჩემს მიერ შექმნილი ნაშრომის შენახვა დექსტოპზე და გაგზავნა.      





დღე 1
დღეს დავიწყე ტექნიკური უნარ-ჩვევების  დაუფლება, პროექტებით  სწავლება ჩემთვის
ბევრის მომცემია, რადგან ის დამეხმარება საგაკვეთილო პროცესის სწორად აგებასა და წარმართვაში.